აჭყვისთავის საჯარო სკოლის პედაგოგმა, მარინა ემირიძემ მათემატიკაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა
22-02-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის წამყვანმა მასწავლებელმა, მარინა ემირიძემ, მე-6 კლასში, მათემატიკაში, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩაატარა. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთვნენ და იაქტიურეს. 

„წამყვანი მასწავლებლის სტატუსით ჩატარებული პირველი ღია გაკვეთილი მათემატიკაში. მარინა მასწავლებელმა, მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად აქტივობებით დატვირთული და საინტერესო ისტორიებით გაჯერებული გაკვეთილი შემოგვთავაზეს.
მოხარული ვართ, რომ დისტანციური სწავლებიდან საკლასო ოთახებში გადანაცვლებულმა გაკვეთილებმა დაიბრუნა ჩვეული აქტიურობა, ენერგია და ხალისი“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203