ცინარეთის საჯარო სკოლამ აჭარის განათლების მინისტრსა და შუახევის რესურსცენტრის უფროსს უმასპინძლა
22-02-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში, 17 თებერვალს, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.
სკოლას, დასწრებით სწავლის განახლებასთან დაკავშირებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე და სხვა საპატიო სტუმრები ეწვივნენ.
„სასწავლო პროცესის განახლებას უდიდესი სიხარულით შეხვდნენ სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები. სკოლა ულოცავს თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს უსურვებს. დირექცია მადლობას უხდის სტუმრებს გულთბილი და საქმიანი შეხვედრისათვის", - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს