„ჩვენ დავამარცხებთ პანდემიას“ - მესტიის N2 სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
22-02-2021

მიხეილ ხერგიანის სახელობის მესტიის N2 საჯარო სკოლაში დევიზით - „ჩვენ დავამარცხებთ პანდემიას“ სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანი იყო არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ბავშვებში, არამედ სხვადასხვა სახალისო აქტივობებით მათი გახალისება და არსებული სტრესული ყოფის დავიწყება.

„ჩვენ დავამარცხებთ პანდემიას“ -  ამ დევიზით 2021 წლის 10 თებერვალს სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ლაშა დადვანის ხელმძღვანელობით მეათე კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ჩაუტარეს - „მხიარული სტარტები“. პროექტის მიზანი იყო არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ბავშვებში, არამედ სხვადასხვა სახალისო აქტივობებით მათი გახალისება და არსებული სტრესული ყოფის დავიწყება. როგორც შეჯიბრების ფორმატი მოითხოვს, გამოვლინდა გამარჯვებული კლასი. I ადგილი აიღო IV კლასმა. (კლასის დამრიგებელი ინეზა მარგიანი)  II ადგილზე გავიდა I კლასი. (დამრიგებელი ფიქრია ქურდიანი) გამარჯვებული კლასი დაჯილდოვდა თასითა და პრიზით, ყველა კლასს გადაეცა მონაწილეობის სიგელი“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაიაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203