ყარაჯალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
22-02-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში, მოსწავლეების შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ნამუშევრები მე-7 კლასის მოსწავლეებმა - ემილია ისაევამ, აისელ ყურბანოვამ, რიმა ნაბიევამ, გუნაი სარდაროვამ, ელენა ქამალოვამ, სევგი ალმაზოვამ, ანითა ჯალილოვამ, სამირ მამედოვმა, ნიხათ მახმედოვმა და თეიმურაზ ისაევმა შექმნეს.

​სკოლის ცნობითვე, მოსწავლეებმა ორიგინალურ ნამუშევრებზე დისტანციური სწავლების პერიოდში იმუშავეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203