„მე აქტიური მოქალაქე ვარ“ - გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლიკა ბიჭაშვილმა სასწავლო პროექტის ფარგლებში თანასკოლელებთან საინტერესო შეხვედრა გამართა
22-02-2021
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლაში, მიმდინარე სასწავლო პროექტის - „მე, აქტიური მოქალაქე ვარ“ ფარგლებში, IX კლასის ეკოკლუბელმა მოსწავლემ, ლიკა ბიჭაშვილმა თანასკოლელებთან შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრის თემა „ბავშვთა უფლებები“ იყო.
„ლიკამ გაიარა ზამთრის ლიდერთა დისტანციური სკოლა და ამჟამად, არის სამართლის სკოლის სტუდენტი. მოსწავლემ თანატოლებს სწორედ აღნიშნულ სკოლებში მიღებულ ცოდნა გაუზიარა.
შეხვედრაზე იმსჯელეს და განიხილეს: საქართველოს კონსტიტუციიდან მუხლები, რომლებიც ეხება ბავშვებს;
უახლოეს ისტორიაში ბავშვთა უფლებების დარღვევის კონკრეტული შემთხვევები; ბავშვთა უფლებების დაცვის სამათლებლივი ბერკეტები.
ადამიანი, მაშინ სწავლობს ყველაზე მეტად, როცა სხვას ასწავლის. მსგავსი აქტივობებით მოსწავლეები სკოლიდანვე ეჩვევიან, როგორ ჩაატარონ დისკუსია-დებატები“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს