ფარცხანაყანევის N1 სკოლის მოსწავლეებს თემაზე - „მედიაწიგნიერება და ყალბი ინფორმაციის და ფაქტების გადამოწმება“ პრეზენტაცია ჩაუტარდათ
22-02-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლეებს - თემაზე - „მედიაწიგნიერება და ყალბი ინფორმაციის და ფაქტების გადამოწმება“ პრეზენტაცია ჩაუტარდათ. 

შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, რისთვისაც სკოლის დირექცია ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს მადლობას უხდის.

„სწავლის დასწრებულ რეჟიმზე გადასვლასთან ერთად ჩვენი სკოლა აქტიურად ებმება სხვადასხვა ხასიათის აქტივობებში. 5 თებერვალს სკოლას სტუმრობდა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ პრეზენტაცია თემაზე - „მედიაწიგნიერება და ყალბი ინფორმაციის და ფაქტების გადამოწმება“. პრეზენტაციას ესწრებოდნენ VIII-XI კლასის მოსწავლეები.

შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს პრეზენტაციისა და საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...