მაჭატიის საჯარო სკოლაში, შაშსა და ჭადრაკში, სპორტული შეჯიბრება გაიმართა
22-02-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში, შაშსა და ჭადრაკში, სპორტული შეჯიბრება ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ღონისძიებაში სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებული მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„სკოლის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიება საინტერსო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. მოგახსენებთ, რომ სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს, რომელიც აქტიურობითა და კრეატიულობით გამოირჩევა. აღნიშნული ღონისძიება სწორედ დირექტორის, ანაიტ პარონიანისა და სპორტის მასწავლებლის, სარქის მარქარიანის ინიციატივით ჩატარდა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს