მასწავლებლების, სპეცმასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმების მსურველებისთვის ვაკანსიები გამოცხადდა
საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლებში მასწავლებლებისთვისა და მასწავლებლობის მაძიებლებისთვის, სპეცმასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ახალი ვაკანტური ადგილები გამოცხადდა. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიყოველდღიურად ანახლებს იმის სანახავად, თუ რომელი სკოლები აცხადებენ ვაკანტურ ადგილებს და რა პოზიციაზე შემდეგ ბმულზე უნდა გადახვიდეთ -
teacherjobs.ge/ როგორ უნდა დაუკავშირდეთ სკოლას, რომლის ვაკანსიითაც დაინტერესდით? - ვაკანსიების ჩამონათვალში საგნის დასახელება მითითებულია ლურჯად. თუ დააჭერთ ამ ადგილას ეკრანზე გამოჩნდება ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სავარაუდო ხელფასი, სამუშაო საათების ოდენობა და სკოლის საკონტაქტო მონაცემები.