სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 2 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა - შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში მოხდა
20-02-2021

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში, სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. 

სააგენტო Sputnik აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ გუდაუთაში, ოჩამჩირის ქუჩაზე მდებარე კერძო სასტუმროში ხანძრის ჩაქრობისას, ორი - 2018 და 2020 წლებში დაბადებული ბავშვის ცხედარი იქნა ნაპოვნი.

მათივე ინფორმაციით, მეხანძრეების ადგილზე მისვლისას ცეცხლის ალი უკვე შენობის რამდენიმე სართულზე იყო გავრცელებული. თვითმხილველის თქმით, სახლი რამდენიმე ოჯახს ჰქონდა ნაქირავები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203