განათლების მინისტრის პოსტს მიხეილ ჩხენკელი მეოთხედ იკავებს - მთავრობის ახალი შემადგენლობა დასახელდა
19-02-2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალ მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ ორ - თავდაცვისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრებს შეეხება.
როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ღარიბაშვილმა განაცხადა, მისი პრემიერ- მინისტრის პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში, თავდაცვის უწყებას, მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს, პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაიკავებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს