„ვფიქრობ, სკოლიდან წავიღებ დიდ სიყვარულს, რომელიც მოვიპოვე“ - ზვიად გიანაშვილი, ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორი
19-02-2021

თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად გიანაშვილი ბლიც-ინტერვიუში იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რომელიც ონლაინ-სწავლებამ სრულიად საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას შესძინა. როგორ მოახერხეს, დაეძლიათ ყველა წინააღმდეგობა და როგორ ცდილობს წაიღოს დაიმსახუროს მოსწავლეების სიყვარული - ზვიად გიანაშვილი Etaloni.ge- ესაუბრება.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოება უნდა იყოს მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- პასუხისმგებლობისა და მოვალეობების გაცნობიერება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- გამოწვევების წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- თანამშრომლობითი კულტურა, მოვალეობების გაცნობიერება,ზრუნვა თვითგანვითარებაზე.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- არაფერიც არ მიკვირს...

- მშობლებს ვურჩევდი...

- ვურჩევდი, სწორად განსაზღვრონ დამოკიდებულებები შვილებთან, გაითვალისწინონ მათი აზრი, მოუსმინონ და ყველაზე დიდი ინვესტიციები ჩადონ შვილების განათლებაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ვფიქრობ, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც სკოლიდან წავალ, წავიღებ დიდ სიყვარულს, რომლის მოპოვებაც შევძელი და ეს მე გულწრფელად მახარებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203