ბათუმის N10 საჯარო სკოლის პირველკლასელმა, ელენე ართმელაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
19-02-2021

გაიცანით, ბეჯითი, მოტივაციით აღსავსე - ელენე ართმელაძე, რომელმაც izrune.ge -ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა და ოჯახი ასახელა! ყოჩაღი ელენე ბათუმის N10 საჯარო სკოლის პირველი კლასის წარმატებული მოსწავლეა!

„ელენე ძალიან აქტიური გოგოა. ყველა პატარა მსახიობს ეძახის. ძალიან პოზიტიურია, უყვარს სარკესთან დგომა და გაპრანჭვა.

ფიქრობს, რომ ძალიან მრავალფეროვანი ტესტები გაქვთ, ამიტომ ვერ გამოვყოფთ, რომელი უფრო მეტად მოეწონა.

როცა მათემატიკური შეკითხვები შეხვდა - „რა უნდა მაგასო“- ასე მითხრა.

ძალიან უყვარს თავისი ნანული მასწავლებელი, რომელმაც ურჩია, რომ თქვენს პროექტში გაწევრიანებულიყო. პირველივე ჯერზე 95 ქულა მოიპოვა. უყვარს ვიდეორგოლების ჩაწერაც, როდესაც მოგზაურობს“, - მოგვწერა ელენეს მშობელმა. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203