საჩინოს თემის N1 სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
19-02-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა ,სად, როდის?!“ გაიმართა. 

თამაშში თავი მე-10 კლასის მოსწავლეებმა მოსინჯეს და ცოდნა და შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს. 

„ამჯერად პროექტში  - „რა, სად, როდის?!“ მეათე კლასელებმა სცადეს ბედი, გუნდის კაპიტანი ლუკა ბელქანია გახლავთ, საკმაოდ საინტერესო თამაში გამოუვიდათ და წინა გამარჯვებულ გუნდთან ერთად ფინალისთვის მოემზადებიან.

საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა თეკლე ფიფია დასახელდა. მინდა წარმატებები გისურვოთ ბავშვებო და ვისურვებ, მუდამ ასე ერთად ვიყოთ საკლასო ოთახებში“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203