
ქობულეთის მუნიციპალიტეტის აჭყვისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეს ლონდა რომანაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
ქობულეთელი მოსწავლეებისთვის „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის კონკურსი 11 დეკემბერს ჩატარდა. ტრადიციული ფორმატის შენარჩუნებით, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციურ ჩემპიონატში მონაწილეობა ქობულეთის 39 სკოლის 444-მა მოსწავლემ მიიღო.
დისტანციური „ეტალონის“ მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.