ახდენილი ოცნება - ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, რუსუდან ლოლაძემ მასწავლებლის როლი მოირგო
19-02-2021
ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. მოსწავლეები მრავალფეროვანი საკლასო აქტივობებით არიან დატვირთულნი.
როგორც ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მეხუთე კლასის მოსწავლემ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის როლი თამამად მოირგო და გაკვეთილის ჩატარებას თავი წარმატებით გაართვა.
„მე-5 კლასის მოსწავლეს, რუსუდან ლოლაძეს დღეს ოცნება აუხდა და მან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის როლი საინტერესოდ მოირგო. რუსუდანმა დაკისრებულ მოვალობას თავი უდიდესი პასუხისმგებლობით გაართვა და გაკვეთილიც საინტერესოდ წარიმართა.მადლობა მას ამგვარი აქტიურობისათვი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს