საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლემ პროექტში - „ჩანახატების მხატვრული კითხვა“ საპრიზო ადგილი დაიკავა
19-02-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ორგანიზაციის - „ერთად მომავლისთვის/ together for the future“ აქტივობებში აქტიურად არიან ჩართულნი. 6 თებერვალს ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პროექტში - „ჩანახატების მხატვრული კითხვა“ მესამე ადგილი დაიკავა ცირა მგელაძემ.

„მისაბაძი მოსწავლეები“ - ორგანიზაციაში - „ერთად მომავლისთვის/ together for the future“, რომელშიც ჩართულნი არიან საყდრიონის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები და აქტიურადაც. ორგანიზაცია აქტიურად განაგრძობს წინსვლას და ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას. ორგანიზაციის საფიქრალი ახალგაზრდების კეთილდღეობა და უკეთესი მომავლის შექმნაა.

6 თებერვალს „ერთად მომავლისთვის“ მიერ ჩატარებული პროექტი ,,ჩანახატების მხატვრული კითხვა“ მესამე ადგილის მფლობელი გახდა ცირა მგელაძე.

12 თებერვალს კი მათი გაახარეს პირველკლასელები, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი აქტივობა იყო. წარმატებები ჩვენს საყვარელ და აქტიურ მოსწავლეებს. ვამაყობ თქვენით, როგორც დამრიგებელი“,- ნინო არძენაძე. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203