თერჯოლის N1 სკოლის მოსწავლეებმა პროექტის - „რა განძი გვქონია!“ ფარგლებში მრავალფეროვანი რესურსები შექმნეს
19-02-2021

თერჯოლის N1 საჯარო სკოლის IV3 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ასმათ ჩიტორელიძის ხელმძღვანელობით, პროექტის - „რა განძი გვქონია!“ ფარგლებში მრავალფეროვანი რესურსები შექმნეს. 

„ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში“ ქალბატონ ნანა გიორგობიანის ხელმძღვანელობით თერჯოლის N1 საჯარო სკოლა ახორციელებს პროექტს - „რა განძი გვქონია!“, რომელიც უკავშირდება ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყოფილ პრიორიტეტულ თემათაგან ერთ-ერთს - კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. აღნიშნულ პროექტში აქტიურადაა ჩართული სკოლის სხვადასხვა კლასი და მასწავლებელი.

წარმოგიდგენთ პროექტში დაგეგმილ აქტივობათა მიხედვით შექმნილ რესურსებს (რესურსები, ბუკლეტები, შექმნეს ამავე სკოლის IV3 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ასმათ ჩიტორელიძის ხელმძღვანელობით)“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203