ვინ გადაწყვეტს, როდის გაიხსნება უნივერსიტეტები და საბავშვო ბაღები?
19-02-2021
დაუბრუნდებიან თუ არა სტუდენტები უნივერსიტეტებში და განაახლებენ თუ არა სააღმზრდელო პროცესს საბავშვო ბაღები 1 მარტიდან ? - აღნიშნული კითხვა რაც უფრო ვუახლოვდებით მარტის დასაწყისს, სულ უფრო აქტიურად ისმის.

როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვიცით, სკოლების გახსნის შემდეგ, შეზღუდვების მოხსნის მორიგ ეტაპზე, სწორედ უნივერსიტეტები, კოლეჯები და ბაღები უნდა გაიხსნას.

როგორც განათლების სამინისტროში etaloni.ge-ს განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია როდის გაიხსნება უნივერსიტეტები და ბაღები და ეს მთლიანად უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოზეა დამოკიდებული.  

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მასშტაბით ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, დადებითობის მაჩვენებელი კი სულ უფრო ქვემოთ ჩამოდის, სტუდენტებიც და მშობლებიც იმედოვნებენ, მთავრობის დაპირებისამებრ 1 მარტიდან დაუბრუნდებიან აუდიტორიებს და ბაღებს.

თუმცა ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ცვლილებას უკავშირდება, უცნობია, შეცვლის თუ არა მიდგომებს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203