ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ III-VI კლასის მოსწავლეები ახალ საგანს - „მომავლის პროფესიები” ისწავლიან
19-02-2021

ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ III-VI კლასის მოსწავლეები ახალი საგანს - „მომავლის პროფესიები” ისწავლიან.

საგნის ფარგლებში მოსწავლეები 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის მოემზადებიან და საჭირო პროფესიების საფუძვლებს დაეუფლებიან. 

„ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მოსწავლეების მომზადება მომავალი წარმატებული ცხოვრებისთვის. მათთვის საჭირო უნარების განვითარებას კი წელს დაგეგმილი პროექტები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

როგორც იცით, „Future Laboratory“-ისთან პარტნიორობის შედეგად, III-VI კლასებში მოსწავლეებისთვის ახალი საგანი - „მომავლის პროფესიები” დაემატება.

საგნის ფარგლებში მოსწავლეები 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის მოემზადებიან და საჭირო პროფესიების საფუძვლებს დაეუფლებიან.

მომავლის პროფესიები სხვადასხვა ტექნიკურ საგანს აერთიანებს, მათ შორისაა: რობოტექნიკა (mBot) და ელექტრონიკა (Arduino).

mBot - ემბოტი, ეს არის რობოტი,რომელიც მიკროკონტროლერის ბაზაზე მუშაობს. მოსწავლეები შეისწავლიან ემბოტის დაპროგრამებას mBlock-ის გამოყენებით, კონსტურქტორს და მის ძირითად ფუნქციებს. შეძლებენ სიმულაციის გაშვებას mBot Simulator-ის გამოყენებით და შედეგის ნახვას.

Arduino - მოსწავლეები შეისწავლიან ელექტროინჟინერიის საწყისებს, სხვადასხვა სენსორების შეერთების სქემას და დაპროგრამებას “Tinkercad Circuit”ის გამოყენებით. ისინი შეძლებენ ააწყონ სარწყავი მოწყობილობის პროტოტიპის სიმულაცია, ავტომატური განათების სისტემა და ა.შ ასევე მოსწავლეები შეისწავლიან ფიზიკის საწყისებს: დენის ძალას, წინაღობას და სხვა“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203