„ლექსად აკინძული საქართველო“ - ახალციხის N5 საჯარო სკოლის ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება
07-11-2017
ახალციხის N5 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება ჩატარდა - „ლექსად აკინძული საქართველო“.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები და რეალური ისიტორიები, შესრულეს სიმღერები. 

თითოეული მონაწილე მაქსიმალურად შეეცადა მსმენელამდე მიეტანა ის ემოციები, რაც სამშობლოსადმი სიყვარულით იყო გამოწვეული.

ღონისძიება გაფორმებული იყო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, ქეთევან კაჭკაჭაშვილის მიერ. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მერი მხითარიანი, გიორგიბერიძე, მარიამ იველაშვილი, ლუკა შერაზადიშვილი, მარიამ ვახტანგიშვილი, ანა ვახტანგიშვილი, სალომე სოლომონიძე, გვანცა მაღრაძე, ანანო ლომიძე, მარიამ ჩუბინიძე, თამთა პლაჭიაშვილი, ბაგრატი დევნოსაძე, ბაია დევაძე და სალომე ნებაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203