„მარადისობის მკვიდრი“ - ბორითის საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
19-02-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია, სახელწოდებით „მარადისობის მკვიდრი“ მოაწყვეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პედაგოგ ნატალია აბაზაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფია და შემოქმედება მიმოიხილეს.
„მათ კარგად გაიაზრეს და გამოხატეს ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენები და ის ღირებულებები, რომლებიც აყალიბებს ინტელექტუალურ და აზროვნებით მოდელს საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.