
„დამიბრუნე ჩემი მიწა ყვავილები მინდა დავრგო“ - ასე დაასათაურა სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლემ, გიორგი გოგუაძემ თავისი ნამუშევარი, რომელიც საქართველოს ოკუპაციის თემას მიუძღვნა.
პირველკლასელმა საქართველოს რუკა დახატა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. სკოლაში ამჟამად, ოუპაციის კვირეულის გასამართად ემზადებიან, რომლიც ფარგლებშიც გიორგიმ მოცემული ნამუშევარი შექმნა.