„ვეფხისტყაოსანი“ ყველა კითხვაზე პასუხის გამცემი წიგნია“ -საჩინოს თემის N1 სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში, პედაგოგ იზა ლომაიას ხელმძღვანელობით საინტერესო პროექტი განხორციელდა. პროექტში სკოლის XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები პროექტში „ვეფხისტყაოსნის“ დახმარებით ხსნიან, რომ covid-19 არ არის შემთხვევითი მოვლენა.
„ვეფხისტყაოსანი“ ყველა კითხვაზე გამცემი წიგნია - ამ თეორიას ეძღვნება პროექტი, რომელიც ვიდეორგოლის სახით წარმოადგინა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის წარმატებულმა პედაგოგმა იზა ლომაიამ. პროექტში სკოლის XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შთამბეჭდავად გადმოსცემენ იმ აზრს, რომ covid-19 არ არის შემთხვევითი მოვლენა და ამას „ვეფხისტყაოსნის“ დახმარებით ხსნიან. მადლობა სკოლას და პროექტის ხელმძღვანელს ასეთი შემეცნებითი ხასიათის პროექტის შექმნისთვის“-წერს წალენჯიხის ახალგაზრდული სულიერების ცენტრი სოციალურ ქსელში.