„მშობლებს ვურჩევდი მხარი დაუჭირონ შვილებს მორალურად და ფსიქოლოგიურად“- მამუკა მესხიშვილი, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი
18-02-2021
„გამოწვევებით სავსე, გარდამტეხი წელი“ - ასე ახასიათებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში​ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი მამუკა მესხიშვილი განვლილ წელს და იმ გამოწვევების შესახებ საუბრობს, რომლის წინაშეც სასკოლო საზოგადოება კორონავირუსის პანდემიამ დააყენა. 

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .
- თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები, რამდენად სწრაფად ცვალებადია სამყარო და როგორი მნიშვნელოვანია სწრაფი ადაპტირება მოცემულ სიტუაციასთან.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .
- ონლაინ სწავლებამ დაგვანახა ტექნოლოგიების მზარდი როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .
- გამოწვევებით სავსე, გარდამტეხი, „შეხვედრა საკუთარ თავთან“, ღირებულებების გადაფასება.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .
- ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მასწავლებლები ონლაინ სწავლების პერიოდშიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ, სასწავლო პროცესის სწორი დაგეგმვით და გაორმაგებული შრომით სასურველ შედეგს მიაღწიეს.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .
-მოსწავლეებმაც მოზრდილი ადამიანებივით გაითავისეს პანდემიური ყოველდღიურობა და საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები. მათ ახალი ინტერესებიც კი შეიძინეს.

- მშობლებს ვურჩევდი. . .
- სასურველია მეტი ყურადღება მიაქციონ ემოციების მართვას, რადგან მშობელი საკუთარი შვილისთვის არის ქცევის მოდელი. მხარი დაუჭირონ შვილებს მორალურად და ფსიქოლოგიურად.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .
- ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა, ერთად დგომით ნებისმიერ სირთულეს გადავლახავთ - „ესეც გაივლის“.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203