ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს კვირეული მიეძღვნა
18-02-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს კვირეული მიეძღვნა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კვირეული, რეგულაციების დაცვით, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაიმართა.

„ჩატარდა პრეზენტაციები, შეიქმნა პოსტერები, გაიმართა ფილმის ჩვენება. XI კლასში ჩატარდა ვიქტორინა, სახელწოდებით, „მეფეთმეფე დავითი“. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები, ხოლო პირველ ადგილზე გასული ლუკა გობეჩია წიგნით - „დავით აღმაშენებელი“ დაჯილდოვდა. პროექტს ისტორიის პედაგოგი მაკა პაპავა ხელმძღვანელობდა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203