„izrune.ge რომ ძალიან უყვართ“ - წარმატებული მოსწავლეები გუდაურის საჯარო სკოლიდან
18-02-2021

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან და სკოლასა და ოჯახს ასახელებენ.

ამისთვის სკოლამ izrune.ge-სგან მადლობის წერილიც მიიღო, რის გამოც პედაგოგი ნაირა აფციაური მადლობას გვიხდის. 

„გამარჯობათ, ეს მაღალმთიანი გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებია ჩემი აქტიურები izrune.ge რომ ძალიან უყვართ. გუშინ მადლობის წერილიც მივიღე izrune.ge-სგან, მადლობა“, - გვწერს პედაგოგი ნაირა აფციაური. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203