სურამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი წიგნები შექმნეს
18-02-2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის დღის აღნიშვნას ორიგინალური აქტივობით შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა ხელნაკეთი წიგნები შექმნეს. მეოთხეკლასელები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„მეოთხე კლასის მოსწავლეები, თავისი პატარა ხელებით შექმნილი წიგნებით, უერთდებიან წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203