ვანის N2 სკოლაში ყოველ სასწავლო დღეს, ერთსა და იმავე დროს, საოცარი აქტივობა - „კითხვის წუთები“ იმართება 
18-02-2021

ვანის N2 საჯარო სკოლაში ყოველ სასწავლო დღეს ერთსა და იმავე დროს დროს მთელი სკოლა ერთად კითხულობს. სკოლაში 10:50-დან 11:00-საათამდე კითხვის წუთები იმართება. 

ამ საოცარ აქტივობაში მთელი სკოლა ხალისით არის ჩართული. 

„ჩვენს სკოლაში კითხვის წუთებია, ყველა კლასში ვიწყებთ 10:50 სთ და გრძელდება 11:00 საათამდე. თითოეული კლასისთვის შერჩეულია მიზნობრივი ასაკის შესაბამისი ლიტერატურა. საოცარი აქტივობაა

აძლიერებს გუნდურობას...

ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას...

იზრდება კითხვის ინტერესი...

მოლოდინი მეორე დღის....

ვიკითხოთ ერთად ერთ დროს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203