„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“-რუსთავის N5 სკოლის მეორეკლასელები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
18-02-2021

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“- ამ ლოზუნგით შეუერთდნენ რუსთავის N5 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მოსწავლეებს საბავშვო პოეტმა ლია ბეჟანიშვილი-ღვინერიამ ლექსები წაუკითხა. მეორეკლასელებმა ეს დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. 

„მოვიწვიეთ საბავშვო პოეტი ლია ბეჟანიშვილი - ღვინერია, ბავშვებმა თავად პოეტისგან მოისმინეს მისი შემოქმედება, მათაც შეიყვარეს, ისწავლეს ქ.ლიას ლექსები და წაგვიკითხეს; ნაწარმოების პერსონაჟები ნახატებში გააცოცხლეს, გამოძერწეს, ჯოხებიანი თოჯინებიც აალაპარაკეს...
ოჯახებში მოეწყო კითხვის საათი, აქტიურად ჩაერთვნენ მშობლები, ბებიები და ბაბუები. ბავშვებმა წიგნზე ცნობილი ადამიანების გამონათქვამები და ანდაზები შეისწავლეს და პირობაც დადეს, რომ დაუმეგობრდებიან წიგნებს..“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203