„საუკეთესო მრჩეველი, თავისუფლად მოაზროვნე და შემოქმედი“ - ჩოხატაურის N1 სკოლის მოსწავლეები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მასწავლებელი
როგორი უნდა იყოს მასწავლებელი? როგორ უნდა მოიქცეს? რა არ უნდა გააკეთოს? - ამ და სხვა კითხვებს ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უპასუხეს. მოსწავლეებმა მასწავლებლების შესახებ საკონკურსო თემა მოამზადეს.
ამონარიდები ამოღებული და დაჯგუფებულია საკონკურსო თემებიდან „მასწავლებელი...“
მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
- საკუთარი პროფესიის დიდი სიყვარული;
- მაღალი ერუდიცია;
- დიდი მოთმინების უნარი;
- მაღალი ღირსება და ღირებულებები;
- მოწესრიგებული ჩაცმულობა და ვარცხნილობა;
- პედაგოგიური ტაქტი და მიდგომა;
- ახალი იდეები;
- სლოგანი: „მოსწავლეში ეძებე კარგი, ნუ ეძებ ნაკლს!“
მასწავლებელი უნდა იყოს:
- პროფესიონალი;
- კრეატიული, შემოქმედი;
- ობიექტური, სამართლიანი;
- პასუხისმგებლიანი;
- სამაგალითო და მისაბაძი;
- საუკეთესო მრჩეველი;
- ზომიერად მკაცრი და მომთხოვნი;
- სიახლეების მაძიებელი;
- აღიარებული მოსწავლეების, საზოგადოების მიერ;
- თავისუფლად მოაზროვნე;
- ფრთხილი მოსწავლესთან ურთიერთობაში;
როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი?
- საკუთარი პრობლემები სკოლის გარეთ უნდა დატოვოს;
- გაკვეთილი უნდა ახსნას ისე, რომ ყველა მოსწავლისთვის გასაგები და საინტერესო იყოს;
- სახალისო აქტივობები გამოიყენოს გაკვეთილზე;
- სასწავლო-აღმზრდელობითი საქმიანობით სიამოვნებას უნდა განიცდიდეს;
- უნდა მოუსმინოს მოსწავლეს;
მასწავლებელ/ი/მა/არ უნდა:
- გამოარჩიოს მოსწავლე;
- იყოს გაკვეთილზე მოღუშული;
- იყოს უინტელექტო;
- გულგრილი;
- ახასიათებდეს ძალადობრივი სასწავლო მიდგომები.
- მასწავლებლობა არის:
- სერიოზული განაცხადი;
- რჩეულთა ხვედრი;
- ყველას არ შეუძლია;
- მაღალი მოწოდებაა;
- ღვთით ბოძებული ნიჭია.
რას ვეტყვი მასწავლებელს?
- მიყვარხარ!
- პატივს გცემ!
- მეც შემომხედე!
- გამიღიმე!
- გაგვიძეხ და თან გაგვიყოლე!
- ჩვენი სიყვარული ტვირთს შეგიმსუბუქებს!
- მიჭირს თქვენი საგნის სწავლა, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული ბრძანდებით!
- საყვარელო მასწავლებელო, თქვენი რჩევები ცხოვრებაში ყოველთვის გამომადგება!