ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში სწავლა რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს
18-02-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში სწავლა რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სკოლის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. გარდა ამისა, მათივე ცნობით, სველი მეთოდით ოთახებისა და დერეფნების ყოველდღიური დამუშავება ხორციელდება.
„ჩვენ ვსწავლობთ საკლასო ოთახებში, ყოველგვარი რეგულაციების დაცვით თებერვლის დასაწყისიდან. მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სკოლაში მომუშავე ყველა თანამშრომელის (სკოლის დირექცია, პედკოლექტივი, ტექპერსონალი) ყოველ ორ კვირაში სავალდებულო ტესტირება, რომლის შედეგითაც, სკოლაში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა covid-19-ის.
სკოლაში ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. მიმდინარეობს ოთახებისა და დერეფნების ყოველდღიური დამუშავება სველი მეთოდით.
V-X კლასების მოსწავლეთათვის სავალდებულო გახდა პირბადის ტარება, რაც კონტროლდება ყოველდღიურად დირექციისა და კლასის დამრიგებლების მიერ. სკოლა იზიარებს, ნერგავს და ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს", - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს