ახალციხის N5 საჯარო სკოლაში შემოდგომასთან დაკავშირებული ქართული ტრადიციები გააცოცხლეს
07-11-2017
ერთმანეთში შერწყმული სილამაზე, სითბო, და სიყვარული... აი, ასეთი იყო ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ბარაქიანი შემოდგომის გამოფენა, რომელიც პირველი კლასის დამრიგებლებმა (ციალა ასპანიძე, ლია კაველიძე, მარინა მიქაბერიძე, ლალი სოლომონიძე, მარინა ჯვარიძე, მაია შველიძე) წარმოადგინეს კათედრის ხელმძღვანელობით... 

მათ გააცოცხლეს ქართული ტრადიციები - ღვინის დაწურვა და ჩურჩხელის ამოვლება, ხილ-ბოსტნეულის შეგროვება და სხვა... ამ ყველაფერს შარავანდედივით თან სდევდა ქართული ცეკვა-სიმღერისა და პოეზიის უკვდავი რითმები... ამით ჩვენმა პატარებმა დაამტკიცეს, რომ დრო ვერაფერს აკლებს ნამდვილ ქართულ კულტურას... ისინი სამომავლოდაც გააგრძელებენ და გააღვივებენ უდიდესი სულისკვეთებით იმ ძირძველ მამაპაპურ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ასაზრდოებდა ჩვენს მომავალ თაობებს...

უფალმა დალოცოს, გააძლიეროს, ხვავი და ბარაქა ნუ მოუშალოს, ცოდნის მარადიული სხივით გააბრწყინოს ყველა ქართული ოჯახი.

ავტორი: ახალციხის N5 სკოლის ფიზიკის უფროსი მასწავლებელი მაია თათეშვილი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203