ლეღვანის საჯარო სკოლაში შემეცნებით -საგანმანათლებლო კონფერენცია გაიმართა
17-02-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების ამაღლების მიზნით, თემაზე -„ბიოგრაფიები“ შემეცნებით-საგანმანათლებლო კონფერენცია გაიმართა. 

კონფერენცია ეკოკლუბისა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თანამშრომლობით ჩატარდა.

„მოსწავლეებმა შექმნეს სლაიდები და ისაუბრეს: ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთელის, დავით სარაჯიშვილის, პატრიარქ ამბროსი ხელაიას,ნიკო კეცხოველის, ნიკო ნიკოლაძის, გალაქტიონ ტაბიძის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო და ფართო საზოგადოებისათვის უცნობ ფაქტებზე.

მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა: გვანცა შარიქძემ და მარი მაღრაძემ საინტერესოდ წარმოადგინეს აგათა კრისტისა და „მოდის“ ბიოგრაფიები. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ კონფერენციის საკითხებზე მუშაობა და ძიება, მათთვის იყო საინტერესო“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203