„მასწავლებელი ყოველთვის უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე“- ნინო ბოჭორიშვილი, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი
17-02-2021

Etaloni.ge ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგის, ნინო ბოჭორიშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ რომელიც საუბრობს, რა გამოცდილება შესძინა დისტანციურმა სწავლებამ სასკოლო საზოგადოებას; როგორ ამხნევებდნენ პედაგოგები მოსწავლეებს და რაოდენ მნშვნელოვანია ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციებში ერთმანეთის მხარში დგომა. ქალბატონი ნინო, ინტერვიუში იმასაც გვიმხელს, რა მოეთხოვება თანამედროვე პედაგოგს და მშობლებს ურჩევს, ჩაწვდნენ ბავშვის შინაგან სამყაროს.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- ვირუსის საშიშროება მსოფლიოსთვის, დათრგუნული ადამიანები,განადგურებული ეკონომიკა.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

-თანამედროვე ტექნოლოგიების უკეთ  გამოყენება, პირდაპირი კომუნიკაციის გარეშე ურთიერთობა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

-  უმძიმეს წლად თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში.

- მასწავლებლისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როცა დგას მოწოდების სიმაღლეზე, ნერგავს  სწავლების ახალ მეთოდებს, აქტიურად ეკონტაქტება მოსწავლეს, მშობელს... ცდილობს, აგრძნობინოს  მათ  ყურადღება და დაეხმაროს საჭიროების შემთხვევაში.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- დროის უქმად ფლანგვა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი დრო დაუთმონ შვილებს, მოუსმინონ, ესაუბრონ, ღრმად ჩაწვდნენ მათ შინაგან სამყაროს, დაინტერესდნენ მათი პრობლემებით, დაეხმარონ მათ დაძლევასა და წარმატებების მიღწევაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- როგორი იქნება პანდემიის შემდეგ მსოფლიო?!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203