„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ამ უდიდეს წარმატებას“- ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეო კონკურსში გაიმარჯვეს
17-02-2021

დედოფლისყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „ახალგაზრდები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ“ გაიმარჯვეს და 900- ლარიანი ვაუჩერი მოიპოვეს. 

„კიდევ ერთხელ, ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ამ უდიდეს წარმატებას. გატყობინებთ, რომ მათ თავიანთი დამსახურებით მოიპოვეს გამარჯვება LAG- დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „ახალგაზრდები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ“.

მათ გააკეთეს მრავალფეროვანი ვიდეო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩვენს სკოლას 900- ლარიანი ვაუჩერი მოუტანა, რომლითაც წიგნებს შევიძენთ და ახალი სკოლის ბიბლიოთეკას კიდევ უფრო გავამდიდრებთ. პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ: ჯაბა ჯამასპიშვილი, მარიამ ყოჩიაშვილი, ლიზა მაძღარაშვილი, გურამდა მათეშვილი, ნინო მარტყოფლიშვილი, მარიამ ოზბეთელაშვილი, მარიამ ლობჯანიძე, ფრიდონ იაკობიშვილი, ირაკლი მაძღარაშვილი, რობიკო ოზბეთელაშვილი, თაკო ბენაშვილი, ანა ჯამასპიშვილი, დავით გოგილაშვილი და ზურაბ უსენაშვილი“,- ნათქვამია სკოლის წერილში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203