შეფერხდა თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებში დიდთოვლობის გამო - ინფორმაცია მაღალმთიანი რეგიონებიდან
17-02-2021

დიდთოვლობის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. 

როგორც etaloni.ge-ს აჭარის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, ყველა მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ანალოგიური პასუხი მივიღეთ მესტიის რესურცენტრისგანაც.

თოვის გამო სასწავლო პროცესი არც აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში შეჩერებულა. 

თუმცა, შესაძლოა, თოვს გარკვეული სახის შეფერხებები, სკოლების ნაწილში შეექმნა, თუმცა მცირე პრობლემებს სკოლების დახურვა არ გამოუწვევია. 

შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში 15 თებერვლიდან უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203