წყალტუბოს N1 სკოლაში თემაზე - „COVID-19 - დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი“ კონფერენცია გაიმართა
17-02-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის XIკლასში თემაზე - „COVID-19 - დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი“ კონფერენცია გაიმართა.

„სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე კონფერენციის მონაწილეებმა თემა - „ჯანმრთელობის პრობლემა“ დაუკავშირეს დღეს არსებულ მსოფლიო პრობლემას - პანდემიას.

პრეზენტაცია გააკეთეს მოსწავლეებმა: ლოლიტა კინწურაშვილმა, ანა ბენიძემ, მარიამ აფხაძემ და მარიამ იოსელიანმა. კონფერენციამ დისკუსიის რეჟიმში ჩიარა, ყურადღება იქნა გამახვილებული მსოფლიოში პრევენციულ ღონისძიებებზე, მათ შორის საქართველოზე. ბოლოს კი დასძინეს: „ჯანმრთელი მსოფლიო, ჯანმრთელი მომავალია“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

საგნის მასწავლებელი ნათელა ჭოლოკავა გახლავთ, კლასის დამრიგებელი თამილა ჭოლაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203