კიცხის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
17-02-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა შერჩეული ნაწარმოებები მხატვრულად წაიკითხეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და წიგნიერების დონის ამაღლებას.

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203