
წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადმოყირავდა და არასრულწლოვანს დაეცა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვმა ნეკნები დაიზიანა. საცობების გამო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე დროულად მისვლა ვერ მოახერხა და ბავშვი კლინიკაში კერძო მანქანით გადაიყვანეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნიუმარკეტერი“ ავრცელებს.