თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში წიგნიერების კვირეული გაიმართება
17-02-2021

თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში 22-დან 26 თებერვლამდე წიგნიერების კვირეული გაიმართება.

პროექტის მიზანი მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაცია გახლავთ.

პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებმა ორი კვირის განმავლობაში უნდა წაიკითხონ საკონკურსო მოთხრობები.

„კვირეულის ორგანიზატორებს გვსურს ამ აქტივობებით გავხადოთ სწავლის პროცესი უფრო ხალისიანი და შემეცნებითი!

პროექტი „წიგნიერი“ თვეში ორჯერ განხორციელდება.

ორგანიზატორები :თამარ ამირანაშვილი, მარიკა კუბლაშვილი, ლალი ხუჯაძე, თეა მაცაბერიძე, ასმათ ჩიტორელიძე .

მადლობა თანადგომისათვის სკოლის დირექტორს ქ-ნ ელისო მურადაშვილს, მის მოადგილეს ქ-ნ ლალი ხუჯაძეს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203