„ჩვენი ვალია, ვიყოთ, მაგალითი შვილებისა და შვილიშვილებისათვის“-რუსთავის N5 სკოლის მოსწავლე წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს ბაბუასთან ერთად შეუერთდა
17-02-2021
რუსთავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მსოფლიოში ცნობილ ღონისძიებას სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები - ბაბუა რამინ გოცაძე და შვილიშვილი, მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ბარნაბიშვილი შეუერთდნენ.

„წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა. ამ საერთაშორისო ინიციატივას შეუერთდა საქართველო, რათა ხელი შეუწყოს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჩართულობა ამ დიდ საქმეში, ჩვენი ვალია გავზარდოთ წიგნიერი თაობა. ვიყოთ მაგალითი შვილებისათვის, შვილიშვილებისათვის. თაობებს შორის ურთიერთობა ხომ დიდი სიმდიდრის მომტანია. სწორედ ამიტომ, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდნენ, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, ბაბუა რამინ გოცაძე და შვილიშვილი, მე-11 კლასის მოსწავლე, გიორგი ბარნაბიშვილი. შემოგვიერთდით! იკითხეთ ხმამაღლა, შეცვალეთ მსოფლიო! “,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203