ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, დიაგნოსტიკური ხასიათის ვიქტორინა ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში გამართულ ვიქტორინაში VII, VIII, IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ვიქტორინას, რომელიც საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა, კონსულტანტ-მასწავლებელი შორენა ლობჯანიძე ხელმძღვანელობდა.