წიგნის საჯაროდ კითხვის დღესასწაული თბილისის N37 საჯარო სკოლაში
16-02-2021

თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა და ამის ნათელი მაგალითი რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, რუსუდან ჩიხლაძის მიერ ჩატარებული ონლაინ-ღონისძიება გახლავთ, რომელშიც თბილისის N37 საჯარო სკოლის VI, X, XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ლიტერატურულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, ქალბატონი რუსუდან ჩიხლაძის ძალისხმევის შედეგი - მოსწავლეებს უყვართ საკუთრი პედაგოგიცა და საგანიც.

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურული ღონისძიება გამართა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქალბატონმა რუსუდან ჩიხლაძემ. ღონისძიებაში მონაწილე - მე-6 ა, მე-10 ა, მე-12 ა კლასის მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს ლიტერატურისა და წიგნის სიყვარული! მადლობა ქალბატონ რუსუდან ჩიხლაძეს, რომელიც თითოეულ მოსწავლეში აღვივებს წიგნის სიყვარულს, ამდიდრებს მათ თვალსაწიერს და ხელს უწყობს წიგნიერი თაობის ჩამოყალიბებას!“, - ნათქვამია თბილისის N37 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203