„ერთობლივი ძალისხმევით მოსწავლეებს უსაფრთხო გარემოს შევუქმნით“ - თბილისის N26 საჯარო სკოლაში სწავლა რეგულაციების სრული დაცვით განახლდა
16-02-2021

15 თებერვალს თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. მანამდე კი საგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეგზავნათ რეკომენდაციები, რომელიც მოსწავლეთა თუ სკოლაში დასაქმებული პირების უსაფრთხოებისთვის ზედმიწევნით უნდა დაიცვან.

თბილისის N26 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, სადაც ყველა რეგულაცია და უსაფრთხოების ნორმა დაცულია და სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, მშობლიური სკოლის კედლებში დაბრუნებულ მოსწავლეებს თავი აბსოლუტურად უსაფრთხოდ ეგრძნოთ.

„თბილისის N26 საჯარო სკოლა სრულად გადადის სასკოლო სივრცეში სწავლების პირისპირ მოდელზე.

მოსწავლის ჯანმრთელობისა და სკოლაში უსაფრთხო სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით სკოლამ განახორციელა რეგულაციებით განსაზღვრული ყველა საჭირო ღონისძიება. სკოლის თანამშრომლებმა სრულად გაიარეს სავალდებულო ტესტირება კოვიდ-ინფექციაზე.

გელოდებით ჯანმრთელები უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და პასუხისმგებლობით შევძლებთ, მოსწავლეებს ჰქონდეთ უსაფრთხო სასკოლო გარემო“, აღნიშნულია თბილისის N26 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203