„აუცილებელია, ადამიანებს ჰქონდეთ პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ოჯახის წინაშე“ - ქეთინო კობეშავიძე, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი
16-02-2021

ქუთაისის N4 საჯარო სკოლა იმის ნათელი დადასტურებაა, როგორ შეიძლება ერთმუშტად შეკრული გუნდი ბოლომდე მედგრად იდგეს მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. ქეთინო კობეშავიძე, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი კი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც, თავის მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად გადალახა პანდემიით განპირობებული ყველა გამოწვევა და დღეს, Etaloni.ge- იმაზე ესაუბრება, თუ რა გამოცდილება მიიღეს ონლაინ-სწავლებით; რომ პანდემიას მათთვის ხელი არ შეუშლია, მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლება მიეცათ და დღეს უზომოდ მოხარულები არიან, სკოლის კედლებში სწავლის გაგრძელების საშუალება რომ აქვთ.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- აუცილებელია, ადამიანებს ქონდეთ პასუხისმგებლობა საზოგადოების, ოჯახისა და საკუთარი თავის წინაშე. აზროვნებდეს მოქალაქეობრივად და გააჩნდეს ელემენტარული სამედიცინო განათლება, რათა შეძლოს კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გამოსავლის პოვნა.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- არსებულ რეალობაში აუცილებელია საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ფლობა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც ყველაზე ცუდ წელიწადს. covid-პანდემიამ შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ადამიანების ფსიქიკაზე, რაც უარყოფითად აისახება ცხოვრებაზე, ქმედებასა და ურთიერთობაზე. 2020-მა წელმა დაგვანახა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- რომ უმეტესობას შეუძლია, იყოს მოსწავლის აზრის გამზიარებელი და მისი თანამდგომი კრიტიკულ სიტუაციაში.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მათი არაადეკვატური ქმედება სხვადასხვა სიტუაციაში და უპასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე.

- მშობლებს ვურჩევდი...

- იყვნენ შვილების მეგობრები, აზრის გამზიარებლები; ასევე ვურჩევდი, დიდი დრო გაატარონ შვილებთან, რათა არ მოხდეს გაუცხოება; მჭიდროდ ითანამშრომლონ სკოლასთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- თუ როგორი იქნება ხვალინდელი დღე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203