
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის IIა კლასი პირველობას კვლავ არ თმობს!
განსაკუთრებულად მზრუნველი დამრიგებელი - თიკო ძნელაძე და მისი ყოჩაღი მოსწავლეები, აქტიურობითა და საუკეთესო შედეგებით გამოირჩევიან. ყოველი თვის ბოლოს „სუპერ კლასის“ წოდებას იღებენ და ბედნიერი ბავშვები კიდევ უფრო მოტივირებულები განაგრძობენ მუშაობას.
შეგახსენებთ, გასულ სასწავლო წელს სწორედ ისინი გახდნენ „მომავლის კლასის“ ტიტულის მფლობელები.
თიკო ძნელაძე და მისი ვარსკვლავები მადლობას უხდიან შვილების განათლებაზე მზრუნველ ოჯახებსა და ამ საგანმანათლებლო პროექტის ავტორებს!
„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.