ხონის N2 საჯარო სკოლის გუნდი - „ბიზნესთინეიჯერები“ სასწავლო ბანაკში მიიღებს მონაწილეობას
16-02-2021

ხონის N2 საჯარო სკოლის გუნდი- „ბიზნესთინეიჯერები“ „ცოდნის კაფეს“ „ბუთქემფში“ მონაწილეობდა. გუნდი გადავიდა შერჩევის ბოლო - გასაუბრების ეტაპზე, გაიმარჯვა და შერჩეული იქნა ბუთქემფის მონაწილედ.

„ბიზნესთინეიჯერების“ წევრები არიან - ნუცა ცქიფურიშვილი, ლიზი წულაია, ანა ფულარია, გივი ფანცულაია, დემეტრე რუხაძე და ლუკა ბახტაძე.

„ცოდნის კაფე“ გუნდს წარმატებას ულოცავს. 

„მოგესალმებით „ცოდნის კაფეს“ ონლაინ ბუთქემფის აპლიკანტებო, გვინდა მოგილოცოთ თქვენი მნიშვნელოვანი წარმატება 2021 წლისთვის! თქვენი გუნდი შერჩეულია ბუთქემფის მონაწილედ. გვინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი მოძრაობა თანამედროვე საქართველოს ქრაუდფანდინგის მოძრაობაში და ამ მოძრაობის განსაკუთრებული ნაწილები ხართ თქვენ. გვინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი დამოკიდებულებებისთვის საკუთარი თავისა და გარესამყაროს მიმართ. ჩვენ ყველაზე მეტად გაგვახარა თქვენმა დასაბუთების უნარებმა და ენთუზიაზმმა, თქვენმა მოქნილობამ და იდეებმა, თქვენმა შეუპოვრობამ და მიზანდასხულობამ... წინ დაუვიწყარი დღეებისა და გამოცდილებების სურვილებით, სიყვარულითა და პატივისცემით, „ცოდნის კაფეს“ გუნდი გილოცავთ...“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203