„მარწყვი უკვე სათბურშიც მაქვს, წელს კარგ მოსავალს ველოდები“-იანეულის საჯაროს სკოლის მოსწავლე ლაშა-გიორგი კუჭაშვილმა კონკურსში გაიმარჯვა
16-02-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯაროს სკოლის მოსწავლე ლაშა-გიორგი კუჭაშვილმა სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. 

მოსწავლემ მარწყვის კულტურა გააშენა და ბაღს გულმოდგინედ უვლის. მისი შრომა და გულმოდგინება კი შეუმჩნეველი არ დარჩა.  

„მარწყვი უკვე სათბურშიც მაქვს, წელს კარგ მოსავალს ველოდები“,- ამბობს ლაშა-გიორგი.

სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს.

„აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული ლაშა-გიორგი კუჭაშვილი“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203