კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „მწვანე ხელები“ გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
16-02-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „მწვანე ხელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-სგან პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა.
„მწვანე ხელები“, რომელიც ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-“ის ფინალისტია, საჩუქარი, როგორც ორგანიზაციის რჩეულს სპეციალურ ნომინაციაში, გადაეცა.
სკოლის გუნდს პერსონალური კომპიუტერი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ იმერეთის კოორდინატორმა, მაია კეზევაძემ გადასცა.
კიცხის სკოლის მოსწავლეებმა წლების მანძილზე კეცხოველის პრემიის საშუალებით ყველას აჩვენეს, რომ გარემოსა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები ხარაგაულის მუნიციპალიტეტშიც არსებობს და რაც მთავარია, ამ პრობლემების მოგვარებისათვის ახალგაზრდა გარემოსდამცველები უამრავ კარგ საქმეს აკეთებენ: ათეულობით დასუფთავებისა და ხის დარგვის აქცია; სოლიდარობისა და თანადგომის ინიციატივები; წვლილის შეტანა ადგილობრივ დონეზე ნარჩენების მართვის საკითხებში; ონლაინ სემინარებისა და ლექციების ორგანიზება.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი პროექტის - „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით, CENN-ის მიერ ხორციელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს