ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლემ, სედრაკ ვარდანიანმა ინფორმატიკის ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვა
16-02-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ სედრაკ ვარდანიანმა ინფორმატიკის ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვა.

მოსწავლეს კონკურში წარმატებით მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა. 

სკოლა სედრაკს და მის მასწავლებელს, კარინე გაბრიელიანს ამ წარმატებას ულოცავს.

ასევე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პანდემიისა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სკოლის საქმიანობაში.

მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად აკეთებენ კედლის გაზეთს - „კომპიუტერული ვირუსები“.

„დღეს ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ კომპიუტერთან. სკოლის მიზანია ბავშვები დაცულნი იყვნენ კომპიუტერული თავდასხმებისგან",- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203